არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის და პსჟ-ს ფორვარდ ლიონელ მესის თქმით, კარიერას განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს ან სხვა რომელიმე ფეხბურთელს არასოდეს შეჯიბრებია, რადგან ყოველთვის სურდა საკუთარი თავისთვის ეჯობნა. „ყოველთვის მსურდა საკუთარი თავისთვის მეჯობნა და სხვები რას აკეთებდნენ არ ვუყურებდი. მე და კრიშტიანუ მრავალი წლის განმავლობაში ერთ ლიგაში ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. ეს საოცარი რამ იყო, რაც ორივე განვითარებაში და კარიერაში წინსვლაში დაგვეხმარა. თუმცა, ჩვენ ერთმანეთს არ ვუყურებდით. უბრალოდ, ყოველთვის მსურდა ჩემი თავისთვის გამესწრო და საუკეთესო ვყოფილიყავი. არასოდეს მქონია სურვილი ვინმესთვის მეჯობნა“ – ციტირებს sport.es მესის, რომელმაც წელს „ოქროს ბურთი“ მეშვიდედ მოიგო და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენია.
