კოხრეიძის პირველი სასტარტო „გრენობლში“, მიქელთაძის ქულა ავსტრალიაში

0
17

გიორგი კოხრეიძემ ფრანგულ „გრენობლის“ სასტარტოში შემადგენლობაში პირველად ითამაშა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში „გრენობლმა“ „ლე ავრი“ მიიღო და 1:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 74-ე წუთზე შეცვალეს. ის „გრენობლს“ ზაფხულში შეურთდა და დღევანდელ მატჩამდე, 2-ჯერ შეცვლაზე ითამაშა. „გრენობლი“ 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეთსის“ რიგებში ავსტრალიის A ლიგაში მე-3 შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა სტუმრად „სიდნეისთან“ (2:2) ქულა აიღო, ხოლო სასტარტოში მყოფი ქართველი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. მიქელთაძემ ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში თავის ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა. „ნიუკასლ ჯეთს“ 2 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.