გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში გენტელებმა სტუმრად „ლუვენი“, სადაც ლევან შენგელია გამოდის, მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ისევევ როგორს შუა კვირაში გამართულ სათასო შეხვედრაში, სათადარიგოთა სკამზე არც ამჯერად იყო.
მაშინ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვან ჰაზენბრუკმა მისი არყოფნა იმით ახსნა, რომ გიორგის მიცემული შანსი უნდა გამოეყენებინა, რათა თავისი შესაძლებლობა გამოევლინა.
„ლუვენთან“ შეხვედრაში გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ტისუდალმა გაიტანა. მასპინძლებში ლევან შენგელიამ 85-ე წუთიდან ითამაშა. „გენტს“ 27 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „ლუვენი“ 20 ქულით მეცამეტეა.
