“ტორპედო” ყაზახ ლეგიონერს დაემშვიდობა

0
16

ქუთაისის “ტორპედო” ყაზახმა ლეგიონერმა მაგომედ პარაგულგოვმა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. “ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებთან შეთანხმების საფუძველზე მაგომედ პარაგულგოვმა გუნდი დატოვა. ყაზახმა ლეგიონერმა კლუბის რიგებში 8 შეხვედრა ჩაატარა. “ტორპედო” მადლობას უხდის მას ერთგულებისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რაც მან ტორპედოში ყოფნისას გამოიჩინა. ვუსურვებთ მას წარმატებებს, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში”- ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.