„ატლეტიკო მინეიროს“ ოქროს მედლები 50-წლიანი პაუზის შემდეგ

0
3

ბრაზილიის საფეხბურთო სერია A-ს გამარჯვებული ცნობილია. 32-ე ტურში „ატლეტიკო მინეირო“ სტუმრად „ბაიას“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. ამ სამი ქულის წყალობით კუკას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელშიც ისეთი ცნობილი ფეხბურთელები გამოდიან, როგორიც ხალკი და დიეგო კოსტა არიან, ოქროს მედლები ნაადრევად გაინაღდა. „ატლეტიკო მინეირო“, რომელიც 1908 წელსაა დაარსებული, ბრაზილიის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ბელუ ორიზონტეს კლუბმა ჩემპიონის ტიტული 1971 წელს მოიპოვა.