„რეალის“ ზედიზედ მე-7 გამარჯვება – ბენზემამ თავისი რეკორდი გაიმეორა

0
13

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ ბილბაოს „ატლეტიკი“ 1:0 დაამარცხა. განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე წელს ჩატარებულ 46 მატჩში 35 გოლი გაიტანა და „სამეფო კლუბში“ გატარებული პერიოდის განმავლობაში თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა. მან 2019 წელს მეტოქეთა კარი ასევე 35-ჯერ აიღო, მაგრამ მაშინ 50 შეხვედრა გამართა. ამ სეზონში ბენზემამ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში 19-ჯერ ითამაშა და 17 გოლი მიითვალა, პლუს 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. „რეალმა“ ზედიზედ 7 თამაში მოიგო – კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმს ბოლო 10 შეხვედრაში 9-ჯერ გაიმარჯვა და ერთხელ ფრე ითამაშა. მადრიდელები 36 ქულით 20-გუნდიან ლა ლიგას ლიდერობენ.