ლობჟანიძის გაცუდებული პენალტი – „ჰათაისფორი“ თასის მომდევნო ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში გავიდა

0
28

„ჰათაისფორ“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთი თასის 1/16-ფინალში გავიდა. ჰათაელები 1/32-ფინალში შინ რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ „ეუფსფორს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს. მატჩის მე-19 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 74-ე წუთზე გაიტანეს. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და გოლი არც დამატებით დროში გავიდა. აღსანიშნავია, რომ „ჰათაისფორს“ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მეკარე გაუძევეს, ხოლო 121-ე წუთზე – მეორე წითელი ბარათი კვლავ მასპინძლების გოლკიპერმა მიიღო. პენალტების სერიაში, „ჰათაისფორის“ კარში სენეგალელი ფორვარდი დიუფი ჩადგა. ჰათაელებმა 5:4 გაიმარჯვეს – საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა. მან “პანენკა” დაარტყა და ბურთი კარს გადააცილა.