კვეკვესკირი და გვილია პოლონეთის თასის 1/4-ფინალში არიან

0
22

პოზნანის „ლეხი“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს, პოლონეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. პოზნანელები 1/8-ფინალში სტუმრად მეორე ლიგის „გარბარნიას“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა. სტუმრებმა პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანეს, რასაც შესვენების შემდეგ კიდევ ერთი მიაყოლეს. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმი ითამაშა.
თასის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს „რაკუვიც“, რომელმაც გასვლაზე „ტერმალიცა“ 2:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების შუახაზელმა ვაკო გვილიამ გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა.