კიაერისთვის სეზონი დასრულდა

0
20

დანიის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ მცველისთვის სიმონ კიაერისთვის სეზონის დასრულდა. მან „ჯენოასთან“ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიტანეს. ფეხბურთელმა გამოკვლევა მილანში კლინიკა „კოლუმბუსში“ გაიარა, რის შემდეგ დადგინდა, რომ მუხლის მყესები გაწყვეტილი აქვს. კიაერი 3 დეკემბერს ოპერაციას გაიკეთებს და სეზონის ბოლომდე მოედანზე ვერ გავა. ზაფხულში დანიელი კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი დრო დადგინდა.