ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად ბირმინგემის „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა. მანჩესტერელები 27-ე წუთზე პორტუგალიელმა რუბენ დიაშმა დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე მისმა თანამემამულე ბერნარდუ სილვამ მეორე გოლი გაიტანა. მასპინძლებიდან მეტოქის კარი 47-ე წუთზე უოტკინსმა აიღო. სტივენ ჯერარდის დანიშვნის შემდეგ, ბირმინგემელებმა პირველი თამაში წააგეს. პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტიმ“ პრემიერ ლიგაში 150-ე შეხვედრა ყველაზე სწრაფად მოიგო. მას ამისთვის 203 თამაში დასჭირდა. ესპანელმა სპეციალისტმა პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც „ჩელსის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ თავკაცის რანგში 150 მოგება 230 შეხვედრაში მიითვალა.
