ბეგლარიშვილის მორიგი გოლი ესტონეთში და მძიმე მარცხი ყოფილ გუნდთან

0
22

ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო მისი გუნდი ტალინურ დერბიში განადგურდა. ჩემპიონატის ლიდერი „ლევადია“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის შინ მეორე ადგილზე მყოფ „ფლორას“ შეხვდა და 1:5 წააგო. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში ბეგლარიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:4 აგებდა, პრესტიჟის გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო და 9 საგოლე პასი გააკეთა. ამდენივე გოლი აქვს „პაიდეს“ ფორვარდ ჰენრი ანიერს. „ლევადიას“ 67 ქულა აქვს და „ფლორას’ 3 ქულით სჯობს.