მესიმ და დონარუმამ ჯილდოები “პარკ დე პრენსზე” წარადგინეს

0
18

საფრანგეთის ლიგა ერთის “პარი სენ ჟერმენისა” და “ნიცას” უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის წინ  არგენტინელმა ფორვარდმა ლეო მესიმ და იტალიელმა კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ France Football-ის ინდივიდუალური ჯილდოები წარადგინეს.
მოგეხსენებათ, 29 ნოემბერს გამართულ ცერემონიალზე წლის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის, “ოქროს ბურთის” მფლობელი არგენტინელი შემტევი გახდა, რომლისთვისაც ეს აღიარება რიგით მეშვიდე იყო. რაც შეეხება იტალიელს, დონარუმა წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
დონარუმასა და მესის წარმატებას პარიზის “პარკ დე პრენსზე” შეკრებილი გულშემატკივარი ოვაციით შეხვდა.