საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან განადგურდა

0
13

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრა, სტუმრად ირლანდიის წინააღდეგ ჩაატარა. დუბლინში გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით – 11:0 დასრულდა.ირლანდიელებმა უპირატესობა საწყის წუთებშივე მოიპოვეს და პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და მასპინძლები შეტევაში აქტიურად მოქმედებდნენ. საქართველოს ნაკრებმა მატჩი 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დაასრულა, 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მაიკო ბებია გააძევა.

ირლანდია 11:0 საქართველო

30 ნოემბერი. დუბლინი, თალაგთი

ირლანდია: ბროსნანი, ზიუ (75′ ბარეტი), ფეჰი, ლუიზ ქინი, ქელდუელი, ლითელჯონი (67′ გრანტი), ქონოლი, ლუსი ქინი (67′ მაკლაფინი), ო’სალივანი, მაკქეიბი, კარუსა (75′ ნუნანი)

​სათადარიგო შემადგენლობა: მოლონი, ვალში, მაკკარტი, ატკინსონი, ო’გორმანი, ფინი, ფარელი, უელანი

მთავარი მწვრთნელი: ვერა ფა

საქართველო: სუხაშვილი, კალანდაძე, სუთიძე, ტატუაშვილი, ხაბურძანია (46′ ბოლქვაძე), დანელია, პასიკაშვილი (41′ ძაძუა), წოწერია (64′ ჩხარტიშვილი), ჩემინავა (81′ ჯანიკაშვილი), ბებია, ჭყონია

სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ბაქრაძე, დანელია, მწყერაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

გაფრთხილება: 18′ ხარბუძანია, 42′, 69′ ბებია, 52′ ხატია ჭყონია

გოლები: 1:0 ბებია (ს.კ) (4), 2:0 კარუსა (21), 3:0 ლუსი ქინი (37), 4:0 ო’სალივანი (45+4), 5:0 ო’სალივანი (58), 6:0 ო’სალივანი (62), 7:0 მაკქეიბი (პენ.) (70), 8:0 მაკქეიბი (73), 9:0 ნუნანი (82), 10:0 ბარეტი (89), 11:0 ქელდუელი (90+2)

​მსაჯები: იურგიტა მაჩიკუნიტე (ლიეტუვა), უგნე შმიტაიტე (ლიეტუვა), ირინა პოზდეიევა (ლიეტუვა), რასა გრიგონე (ლიეტუვა)
ირლანდიაში გამართული მატჩით საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის 2021 წლის სანაკრებო სეზონი დასრულდა. გიორგი ჩხაიძის გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრას 2022 წლის 7 აპრილს საკუთარ მოედანზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.