მაკარიძემ პირველად ითამაშა და “ალმერია” მომდევნო ეტაპზე გაიყვანა

0
16

გიორგი მაკარიძემ მიმდინარე სეზონში „ალმერიაში“ პირველად ითამაშა. ესპანეთის თასის 1/64-ფინალში ლა ლიგა 2-ის ლიდერი „ალმერია“ სტუმრად რანგით მეოთზე დივიზიონის „აგუილასს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. სტუმრები მატჩის 32-ე წუთზე ვილარის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 58-ე წუთზე კალუ უჩემ გაიტანა. ძირითადი დროში მეტი გოლი არ გასულა და გამარჯვებული ვერც დამატებით ნახევარმა საათმა გამოავლინა. თერთმეტმეტრიანები უფრო ზუსტად „ალმერიამ“ დაარტყა – 5:3, ხოლო მაკარიძემ მეოთხე დარტყმა მოიგერია, როდესაც სტუმრები სერიას 4:3 იგებდნენ. 31 წლის მაკარიძე „ალმერიაში“ მეორე სეზონია გამოდის და მთავარი მწვრთნელი რუბი საქართველოს ნაკრების მეკარეს არ წყალობს. არადა, მაკარიძმ გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ში 33 შეხვედრა ჩაატარა.