გასპერინიმ „ატალანტასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
10

ჯან პიერო გასპერინიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ იტალიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა პერკასიმ განაცხადა:„ჩვენ ოფიციალურად გავახანგრძლივეთ 2024 წლამდე კონტრაქტი მწვრთნელთან 2025 წლამდე გაგრძელების ოფციით. ეს ჩვენთვის სიამოვნებაა“. 63 წლის იტალიელი სპეციალისტი „ატალანტაში“ 2016 წლიდან მუშაობს. მან 2018-2019 წლების სეზონში ბერგამოელებს არსებობის ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. ამასთანავე, „ატალანტამ“ იტალიის თასის ფინალში ითამაშა, სადაც „ლაციოსთან“ 0:2 წააგო. გასპერინის ხელმძღვანელობით გუნდმა იმავე შედეგი 2019-2020 და 2020-2021 წლების სეზონებშიც აჩვენა. ასევე, „ატალანტამ“ ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში იასპარეზა, სადაც სადებიუტო სეზონში 1/4-ფინალში გავიდა.