არველაძის პირველი სასტარტო და თასის 1/16-ფინალი

0
6

მიმდინარე სეზონში ვატო არველაძემ „ქარაგიუმრუქის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. თურქეთის თასის 1/32-ფინალში „ქარაგიუმრუქმა“ ქვედალიგელი „სარიერი“ მიიღო და 2 უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. „ქარაგიუმრუქმა“ ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი 66-ე წუთზე გაიტანა. არველაძე „ქარაგიუმრუქში“ მეორე წელიწადია ირიცხება და ამ სეზონში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა შეცვლაზე.