სალაჰი საფეხბურთო გულშემატკივრების ასოციაციამ წლის საუკეთესოს მეორედ აღიარა

0
2

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ინგლისისა და უელსის საფეხბურთო გულშემატკივრების ასოციაციის ვერსიის თანახმად პრემიერ ლიგის 2021 წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამის შესახებ ლივერპულელთა პრესსამსახური იუწყება.

ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ნახსენები პრიზისისთვის ბრძოლაში გამოკითხვაში მეისონ მაუნტს („ჩელსი“), მაიკლს ანტონიოს („ვესტ ჰემი“), რუბენ დიაშს, ფილ ფოდენს(ორივე „მანჩესტერ სიტი“) და იური ტილემანსს („ლესტერი“) აჯობა.

სალაჰმა ეს პრიზი უკვე მეორედ მოიგო. პირველას ის გულშემატკივართა ასოციაციის რჩეული 2018 წელს გახდა. ეგვიპტელი ერთადერთია, რომელიც ამ ჯილდოს ორჯერ დაეუფლა.