ფუტსალის ნაკრები დეკემბერში ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს

0
7

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 16 და 18 დეკემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე სერბეთი იქნება, რომელიც უეფას რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს.

სერბებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პლეი-ოფში მოიპოვეს. 21 და 22 დეკემბერს კი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დეკემბერში დაგეგმილი ოთხივე ამხანაგური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მიმდინარე წლის აპრილში მოიპოვა. იანვარში ჩვენი გუნდი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მატჩები ევროპის ჩემპიონატზე | დ ჯგუფი

22 იანვარი
საქართველო – აზერბაიჯანი

26 იანვარი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 იანვარი
ესპანეთი – საქართველო