ნეიმარისთვის წელიწადი დასრულდა

0
17

პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი მიმდინარე წელს მოედანზე ვერ გავა.

მან ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „სენტ-ეტიენთან“ (3:1) მოგებულ მატჩში მიიღო. მას თამაშის მიწურულს მეტოქის მცველი ივან მასონი ეუხეშა.

ნეიმარმა მარცხენა ფეხის კოჭის მყესები დაიზიანა და პარიზელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 6-დან 8 კვირამდე ვერ ითამაშებს.

უახლოეს ხანში ის კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგ ბრაზილიელის მოედანზე დაბრუნების თარიღი უფრო დაზუსტდება.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა.