France Football-ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო ლიონელ მესიმ მოიგო.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პსჟ-ს ფორვარდი „ოქროს ბურთს“ კარიერაში მეშვიდედ დაეუფლა და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენია. მეორე ადგილზე პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა 5 „ოქროს ბურთით“.
მესიმ 2021 წელს ესპანეთის თასი მოიგო და 30 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, მან არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა.
არგენტინელმა მე-7 პრიზი 34 წლისა და 158 დღის ასაკში მიიღო და „ოქროს ბურთის“ ყველაზე ასაკოვან მფლობელებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მან საბჭოთა კავშირისა და მოსკოვის „დინამოს“ ყოფილ მეკარე ლევ იაშინს აჯობა, რომელმაც ეს პრიზი 1963 წელს 34 წლის და 56 დღის ასაკში მოიგო.
„ოქროს ბურთის“ ყველაზე ასაკოვანი მფლობელი ინგლისელი სტენლი მეტიუზია, რომელმაც პრიზი 1956 წელს 41 წლის და 321 დღის ასაკში მიიღო. აქვე გეტყვით, რომ მაშინ „ოქროს ბურთის“ მფლობელი პირველად დაასახელეს.
წელს ჩატარებულ გამოკითხვაში მესიმ პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნს“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის, ასევე იტალიის ეროვნული გუნდისა და „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აჯობა. ის პსჟ-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც “ოქროს ბურთი” მიიღო.
წლის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ლევ იაშინის სახელობის პრიზი პსჟ-სა და იტალიის ნაკრების გოლკიპერმა ლევ იაშინმა მიიღო.
წლის საუკეთესო თავდამსხმელისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომელიც წელს დაწესდა ლევანდოვსკიმ მიიღო.
წლის საუკეთსო ახალგაზრდა მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო Kopa Trophy ეპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველ პედრის გადასცეს.
ქალებს შორის „ოქროს ბურთით“ „ბარსელონას“ ფეხბურთელი ალექსის პუტელიასი დააჯილდოვეს.
წლის საუკეთესო კლუბად ლონდონის „ჩელსი“ დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში ჟორჟინიომ გაიმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ France Football-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობენ.
