მესი:“ ეს პრიზი ხელში იმის გამო მიკავია, რაც არგენტინის ნაკრებთან ერთად გავაკეთეთ“

0
6

ლიონელ მესის მიაჩნია, რომ წელს „ოქროს ბურთი“ არგენტინის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გამარჯვების წყალობით მიიღო.

პსჟ-ს თავდამსხმელმა ამის შესახებ France Football-ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოს მოგების შემდეგ განაცხადა.

„ისევ აქ ყოფნა საუცხოოა. ორი წლის წინ არ ვიცოდი რა მოხდებოდა. და მე ისევ აქ ვარ. ახლა პსჟ-ში ვთამაშობ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

ახალი მიზნების მისაღწევად ბრძოლის გაგრძელება მართლაც მსურს. არ ვიცი რამდენი წელი დამრჩა, მაგრამ იმედია ბევრი, რადგან ფეხბურთი მიყვარს.

მადლობა ჩემს პარტნიორებს „ბარსელონაში“, პსჟ-ში და არგენტინის ნაკრებში. მე რაღაც არ მყოფნიდა და ახლა ყველაფერი პირიქითაა. ჩემი ოცნება ავიხდინე, რომელზეც ამდენი ხანი ვფიქრობდი. ეს პრიზი ხელში იმის გამო მიკავია, რაც არგენტინის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გავაკეთეთ. ჩემთვის განსაკუთრებული საღამოა.

მართალია, გუნდის წარმატებას ყოველთვის წინ ვაყენებდი, მაგრამ კიდევ ერთი „ოქროს ბურთით“ მოგებით მიღებულ სიხარულს არ ვმალავ.

მსურს თქვენ მადლობა გადაგიხადოთ და ეს ჯილდო როგორც ჩემს თანაგუნდელებს არგენტინის ნაკრებში, ასევე სამწვრთნელო შტაბს მივუძღვნა იმ საუცხოო წლისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. ასევე, მადლობა „ბარსელონას“ და პსჟ-ს.

აგრეთვე მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, მეგობრების, ვინც მხარს მიჭერს და ჩემს გვერდითაა, ვინც ზრუნავს და მეხმარება, რომ ყოველ დღე მაღალ დონეზე ვითამშო. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

მადლობა France Football-ს ასეთი ცერემონიისთვის და ჯილდოსთვის. ყველას მაგრად გეხვევით.

ვფიქრობ, „ბარსელონაში“ კარგი წელიწადი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ. ჩვენ ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ და ესპანეთის თასს დავეუფლეთ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი ვარ, რომელიც „ოქროს ბურთს“ დაეუფლა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა“ – განაცხადა მესიმ, რომელიც ფეხბურთელი ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ 7-ჯერ მოიგო.