მაურიციო სარი „ლაციოსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

0
14
VERONA, ITALY - OCTOBER 24: Maurizio Sarri, head coach of SS Lazio looks on during the Serie A match between Hellas and SS Lazio at Stadio Marcantonio Bentegodi on October 24, 2021 in Verona, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება. 62 წლის იტალიელი სპეციალისტი ხელშეკრულებას 2025 წლამდე დადებს. მას მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სარი „ლაციოს“ 2021 წლის ივნისიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 14 ტურში 21 ქულა დააგროვა, რის შედეგად სერია A-ში მე-14 ადგილზეა. რომაელებმა 6 მატჩი მოიგეს, 5 წააგეს და 3 ფრედ დაასრულეს.