ლეგენდარული ბრაზილიელი „ლივერპულის“ მეკარეებს გაწვრთნის

0
6

ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი კლაუდიო ტაფარელი „ლივერპულში“ იმუშავებს. ის მეკარეების ერთ-ერთი მწვრთნელი იქნება, კერძოდ, ჯონ ახტერბერგსა და ჯეკ რობინსონს დაეხმარება. ამასთანავე ტაფარელი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მეკარეების გაწვრთნასაც განაგრძობს. 55 წლის ტაფარელმა თავისი ქვეყნის ღირსებას 101-ჯერ დაიცვა, რაც კაფუს, რობერტო კარლოსისა და ლუსიო შემდეგ მეოთხე შედეგია. იგი 1988 წელს ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ტაფარელმა „სელესაოსთან“ ერთად 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ პირველი მეკარე ბრაზილიელი ალისონ ბეკერია.