„სიონი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

0
20

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის „სიონი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურში ბოლნისელებმა „გაგრა“ მიიღეს და 2:1 გაიმარჯვეს.

გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა ბოლნისელებმა 81 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „გაგრასთვის“ (72 ქულა) მიუწვდომელია.

აქვე გეტყვით, რომ დარასელიას დანიშვნამდე მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბოლნისელებს ვარლამ კილასონია ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ „სიონი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან 2019 წელს გავარდა.

გაგრელები პლეი-ოფში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-9 ადგილზე გასულ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდებიან.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-3 პოზიციაზე მყოფი მარტვილის „მერანი“ პლეი-ოფში ქუთაისის „ტორპედოს“ ხვდება.