„რეალმა“ ვინისიუსის შედევრით მოიგო, ბენზემა ისტორიაში საუკეთესო ფრანგი ბომბარდირია

0
15

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ „სევილიას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის მე-12 წუთზე ანგარიში რაფა მირმა გახსნა, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გოლი გაიტანა – 0:1.

32-ე წუთზე ედერ მილიტაომ შორი მანძილიდან დაარტყა და სევილიელთა მეკარე ბონოს მიერ უხეილორდ მოგერიებული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ბენზემამ საპასუხო ბურთი შეაგდო – 1:1.

87-ე წუთზე, ვინისიუსმა შედევრი შემქნა, როდესაც მარცხენა ფლანგზე ერთი მეტოქე ჩამოიტოვა, რის შემდეფ ცენტრისკენ შეწეული კიდევ ერთ ფეხბურთელს გასცა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან „ცხრიანში“ დაარტყა – 2:1.

ბენზემამ კარიერაში ყველა ტურნირში საკლუბო დონეზე 361 გოლი გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფრანგი გახდა. მან ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი 1 ბურთით გააუმჯობესა.

„რეალის“ ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 18 თამაში ჩაატარა და 16 გოლის გატანის გარდა, 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვინისიუამ ამ სეზონში ყველა ტურნირში მადრიდელთა მაისურით 14-ჯერ ითამაშა და მე-9 გოლი მიითვალა. არადა, მანამდე 82 მატჩში მის ანგარიშზე 8 ბურთი იყო. „რეალს“ თითქმის 2 თვეა არ წაუგია – 8 გამარჯვება და 1 ფრე.