რალფ რანგნიკმა “მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონის ბოლომდე ჩაიბარა

0
4

“მანჩესტერ იუნაიტედს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე რალფ რანგნიკი უხელმძღვანელებს, რის შესახებ ინგლისურუ გრანდის პრესსამსხური იუწყება.

გემანელი სპეციალისტი მანჩესტერში გადაბარგებამდე მოსკოვის “ლოკომოტივში” სპორტისა და განვითარების ხელმძღვანელი იყო.

რანგნიკი “იუნაიტედთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბში 2 წლის განმავლობაში კონსულტანტად იმუშავებს.

63 წლის მწვრთნელისთვის “მანჩესტერ იუნაიტედი” პირველი არაგერმანეული გუნდია, რომელსაც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მანამდე, ის “ულმს”, “შტუტგარტს”, “ჰანოვერს”, “შალკეს”, “ჰოფენჰაიმს” და “ლაიფციგს” ავარჯიშებდა.