დვალის პირველი მატჩი „ფერენცვაროშში“ მიმდინარე სეზონში

0
13

ლაშა დვალმა მიმდინარე სეზონში „ფერენცვაროშში“ პირველად ითამაშა.

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-14 ტურში ბუდაპეშტელებმა სტუმრად 3:0 დაამარცხეს „მეზიოკიოვეშდი“, რომელშიც ქართველმა მარცხენა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა შეუცვლელად ითამაშა.

დვალი „ფერენცვაროშის“ განაცხადში იყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით იგებდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პირველი თამაში ჩაატარა, არადა, ის გასულ სეზონში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და 21-ჯერ ითამაშა.

მოქმედი ჩემპიონი „ფერენცვაროში“ 31 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.