ჩაკვეტაძეს „გენტში“ კვლავ არ წყალობენ

0
17

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ ისევ არ ათამაშეს.

ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-16 ტურში „გენტმა“ თავის მოედანზე ლიეჟის „სტანდარდი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მასპინძლების განაცხადში ვერ მოხვდა.

ჩაკვეტაძის არყოფნის მიზეზი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელ ჰეინ ვანჰაზენბრუკი ქართველს არ წყალობს.

შეგახსენებთ, რომ „გენტმა“ გასულ კვირაში კონფერენს ლიგაში სტუმრად „ანორთოსისთან“ 0:1 წააგო და სათადარიგოტა შორის მყოფი ჩაკვეტაძე მოედანზე არ შესულა.