ბათუმელებმა ჩემპიონის რანგით იმარჯვეს, “საბურთალოს” ახალგაზრდებმა მოაგებინეს

0
7

საქართველოს ახალი ჩემპიონი ბათუმის “დინამომ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში წყალტუბოს ეწვია და ადგილობროვი “სამგურალი” 3:0 დაამარცხა.
თამაშის დაწყებამდე მასპინძელმა ფეხბურთელებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს.
მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შესვენების დასრულებიდან ხუთ წუთში მასპინძელთა მცველმა ომარ პატარკაციშვილმა თავის საჯარიმოში ბათუმელტა ფორვარდი დავით ზურაბიანი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.
84-ე წუთზე დინამოელებმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდეს და წყალტუბოელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ავსტრიელმა ლუკას გროცურეკმა მოიგო, ხოლო გაგი მარგველაშვილმა ახლო მანძილიდა ბურთი კარში ფაქტობრივად “შეიტანა”.
88-ე წუთზე, სტუმართა მორიგი კუთხურის შემდეგ, ამჯერად მარცხენა ფლანგიდან მალხაზ გაგოშიძემ თავით პასი უკრაინელ ოლექსანდრ აზაცკის გაუკეთა, რომელმაც ასევე თავით გაიტანა.

პარალელურად გამართულ შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” ქობულეთში “ჩელე არენაზე” “შუქურას” 2:1 აჯობა.
შეხვედრის 72-ე წუთზე ზურაბ მუსელიანი ქობულეთელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი ბრაზილიელ ჯეფერსონ ჯერალდოს გაუკეთა, რომელმაც ბურთი გაატარა, ხოლო მიშიკო სარდალიშვილმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
83-ე წუთზე, საბურთალოელებმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდეს, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ლუკა წულუკიძემ მოიგო, ხოლო უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ოთარ მამაგეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 18 წლის თავდამსხმელმა კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
86-ე წუთზე, ოთარ მამაგეიშვილმა პარტნიორის გადაცემის მერე ერთი შეხებით ბურთი კარგად დაამუშავა და მეურვეს გაექცა, საჯარიმოში შესულმა კი პასი წულუკიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით “საბურთალო” დააწუნაურა. წულუკიძემაც საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი მიითვალა.
“საბურთალომ”, რომელსაც ლევან კორღალიძე თავკაცობს 54 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ხოლო გიორგი შაშიაშვილის დამოძღვრილი “შუქურა” 27 ქულით მეცხრეა.

კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 35 46 74
2. დინამო თბ დინამო თბ 35 30 67
3. დილა დილა 35 13 60
4. საბურთალო საბურთალო 35 8 54
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 35 -1 53
6. თელავი თელავი 35 -19 41
7. სამგურალი სამგურალი 35 -9 41
8. ტორპედო ტორპედო 35 -9 37
9. შუქურა შუქურა 35 -20 27
10. სამტრედია სამტრედია 35 -39 21