„პალმეირასის“ ზედიზედ მეორე ტრიუმფი კოპა ლიბერტადორესზე

0
15

სან პაულუს „პალმეირასმა“ არსებობის ისტორიაში კოპა ლიბერტადორესი ზედიზედ ორჯერ პირველად მოიგო.

აბელ ფერეირას გაწვრთნილმა გუნდმა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში სტადიონ „სენტენარიოზე“ რიო დე ჟანეიროს „ფლამენგო“ მინიმიმალური სხვაობით დაამარცხა.

მატჩის მე-5 წუთზე „პალმეირასმა“ კარგი კონტრშეტევა განახორციელა, რომელის მეტოქის საჯარიმოში მყოფმა რაფაელ ვეიგამ ერთი შეხებით დარტყმით დაასრულა.

72-ე წუთზე გაბრიელ ბარბოსამ თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და „პალმეირასის“ საჯარიმოში შესულმა ახლო კუთხეში გაიტანა.

ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი 15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა.

95-ე წუთზე „ფლამენგოს“ მცველმა თავის მოედანზე ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც პარტნიორისთვის გადაცემის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ბურთი დეივერსონმა აართვა და „პალმეირასის“ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

შარშან „პალმეირასმა“ ასევე ბრაზილიურ ფინალში „სანტოსს“ 1:0 აჯობა, „პალმეირასმა“ კოპე ლიბერტადორესი პირველი 1999 წელს მოიგო.