კვარაცხელიას საგოლე პასი და წაგება „დინამოსთან“

0
12

ყაზანის „რუბინმა“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში მოსკოვის „დინამო“ მიიღო და უქულოდ დარჩა – 2:3.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, საგოლე პასი ბაკაევს გაუკეთა – 1:1. აქვე გეტყვით, რომ სტუმრებმა ანგარიში მე-18 წუთზე მაკაროვის დარტყმის შემდეგ გახსნეს.

51-ე წუთზე ყაზანელები დანიელმა დრეიერმა ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ დააწინაურა, ხოლო 66-ეზე მოსკოველებმა პენალტი ვერ გამოიყენეს. 68-ე წუთზე დინამოელმა ბალბუენამ ანგარიში გაათანაბრა.

85-ე წუთზე შიმანსკიმ ყაზანელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

კვარაცხელია, რომელმაც ამ სეზონში ერთი გოლი გაიტანა, 73-ე წუთზე შეცვალეს. მან მოედნიდან გასვლა თავად მოითხოვა, რადგან რამდენიმე წუთით ადრე მეტოქე ფეხბურთელი ეუხეშა და სჩანს ტკივილმა შეაწუხა. „რუბინს“ 23 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში „ზირემ“ სტუმრად „სუმგაითს“ 3:0 აჯობა, მაგრამ ამჯერად გათამაშების საუკეთესო ბომბარდირ საქართველოს ნაკრების ფორვარდ დავით ვოლკოვს თავი არ გამოუჩენია.