ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა, რომელიც პოლოურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა, ექსტრაკლასაში სასტარტოში მხოლოდ მეორე თამაში ჩაატარა.
მისი დაბრუნება კრაკოველებისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა, რადგან მე-16 ტურში სტუმრად პლოცკის „ვისლასთან“ 1:2 დამარცხდნენ.
კაკაბაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მან მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში მხოლოდ მეხუთედ ითამაშა.
„კრაკოვიას“ 20 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
„ჰათაისფორი“, სადაც საბა ლობჟანიძე ასპარეზობს, თურქეთის სუპერლიგის მე-14 ტურსი გასვლაზე „სივასფორთან“ 0:4 განადგურდა.
საქართველოს ნაკრების გარემარბი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
„ჰათაისფორი“ 26 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-14 ტურში “უიპეშტმა” გასვლაზე “ჰონვედს” 2:1 აჯობა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ფორვარდმა გიორგი ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა. ამ მოგების წყალობით “უიპეშტმა” ბოლო ადგილს თავი დააღწია და 14 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
“ფეჰერვარმა” სახლში “დიორმოტს” 3:2 აჯობა და თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო. “ფეჰერვარი” 23 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
