„ბაიერნმა“ გოლების რაოდენობით „კიოლნის“ რეკორდი მოხსნა

0
3

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ ბიელეფელდის „არმინიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ლეროი სანემ გაიტანა.

მიუნხენელებმა 2021 წელს ბუნდესლიგაში მეტოქეთა კარი 102-ჯერ აიღეს. შედეგად, „ბაიერნმა“ კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით გერმანიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარეს.

მანამდე, საუკეთესო მიღწევა „კიოლნს“ ჰქონდა, რომელმაც 1977 წელს ბუნდესლიგაში მოწინააღმდეგეები 101-ჯერ დაამწუხრა.