საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა

0
5

უკრაინის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი გვიან ღამით დატოვა და გეზი ესპანეთისკენ აიღო. ანდალუსიის ქალაქ ხაენში, რომელიც აღნიშნული რეგიონის მსხვილ ქალაქებს – მალაგასა და კორდობას შორის მდებარეობს, ილიას ზუროსის გუნდი 29 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მომავალი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 29 ქულით – 94:65 დაამარცხა, ჩვენს ნაკრებს კი G ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი უკრაინის დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში მოუხდა – 88:83.

საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.