საბერძნეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
14

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ვანტ სხიპი თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.

მას საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება და გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

ვანტ სხიპის აზრით, ბერძნულ მხარეს მის მომავალთან დაკავშირებით იმდენი ფიქრი დასჭირდა, რომ წასვლა თავად გადაწყვიტა. მით უმეტეს, მათი შეხედულება ნაკრების განვითარებაზე განსხვავდება.

ნიდერლანდელი ბერძნებს ორწელიწადნახევარი წვრთნიდა – 11 თამაში მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.

საბერძნეთის ნაკრების მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში B ჯგუფში საქართველოსთან ერთად გამოდიოდა და მე-3 ადგილი დაიკავა.