ფერან ტორესი „სიტიდან“ წასვლას და „ბარსელონაში“ თამაშს აპირებს

0
16
MANCHESTER, ENGLAND - SEPTEMBER 21: Ferran Torres of Manchester City celebrates after scoring their fourth goal during the Carabao Cup Third Round match between Manchester City and Wycombe Wanderers F.C. at Etihad Stadium on September 21, 2021 in Manchester, England. (Photo by James Gill - Danehouse/Getty Images)

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბ ფერან ტორესს უახლოეს ხანში კლუბის დატოვება სურს.

mundodeportivo.com-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი „სიტის“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელება სურს.

ფერან ტორესმა წასვლის სურვილი მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასაც გაანდო. ეს უკანასკნელი წინააღმდეგ არააა თუ კლუბები მოთამაშის სატრანფერო თანხაზე მოილაპარაკებენ.

ტორესმა გვარდიოლას მადლობა გადაუხადა, მაგრამ განმარტა, რომ კატალონიელთა რიგებში თამაშზე ოცნებობს.

21 წლის ესპანელი „სიტიში“ შარშან „ვალენსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 16 გოლი გაიტანა.