მიქაუტაძის მეშვიდე გოლი ბელგიის ჩემპიონატში

0
8

გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა.

მე-16 ტურში „სერენმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის შინ „სენტ ტრიუდენი“ 2:0 დაამარცხა.

მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მარცხენა ფლანგიდან მაზიზის გადაცემის შემდეგ, მან მეტოქის კარი აიღო. ის 87-ე წუთზე შეცვალეს.

21 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში თავისი მეშვიდე გოლი მიითვალა. „სერენი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

“ლუვენმა”, რომელშიც ლევან შენგელია ირიცხება, სტუმრად გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “სენ ჟილი” 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების გარემარბი განაცხადშო მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.