კლოპს „ლივერპულში“ რემზის ხილვა სურს

0
5

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ შესაძლოა კარიერა „ლივერპულში“ გააგრძელოს.

ESPN-ის ინფორმაციით, მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს უელსელი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა სურს.

„იუვენტუსს“ რემზის გაყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრის ბრიტანელზე დაყრდნობას არ აპირებს და ამ ტრანსფერით კლუბი სოლიდურ თანხასაც დაზოგავს, რომელსაც ფეხბურთელი ხელფასის სახით იღებს.

მიმდინარე სეზონში „რემზიმ“ ტურინელთა მაისურით მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და არაფრით გამორჩეულა.