„იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელით და ვიცეპრეზიდენტ ნედვედით გამოძიება დაინტერესდა

0
18

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელით, ვიცეპრეზიდენტ პაველ ნედვედით და ყოფილი სპორტული დირექტორით ფაბიო პარატიჩით გამოძიება დაინტერესდა, იუწყება La Gazzetta dello Sport.

სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ 2018-2019 და 2020-2021 წლების სეზონებში „იუვეს“ ხელმძღვანელებმა კლუბის ფინანსური ანგარიში გააყალბეს და 50 მილიონი ევრო „დამალეს“.

ტურინის პოლიციამ „იუვენტუსის“ შტაბ-ბინა გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტების მისაღებად შეამოწმა. ფინანსური და ეკონომიკური პოლიციის სპეციალისტები შესაბამისი დოკუმენტების შესწავლას განაგრძობენ.

გარდა ამისა, პოლიცია „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის „ბარსელონას“ შუახაზელ არტურში გაცვლის საკითხს სწავლობს. მაშინ ორივე კლუბისთვის ტრანსფერი 50 მილიონ ევროდ შეფასდა, რაც ფინანსურ ანგარიშშია ასახული.