გაგნიძის სრული მატჩი, წიტაიშვილის და ვაჩიბერაძის საშინაო მარცხი

0
2

ეკატერინბურგის „ურალმა“, სადაც ლუკა გაგნიძე თამაშობს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „სოჩი“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 1:1.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა ანგარიშ 34-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო გოლი 68-ეზე გაიტანეს.

„ურალი“ 13 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ოდესის „ჩერნომორეცმა“ ჩერნიგოვის „დესნა“ მიიღო და 0:1 წააგო.

მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი ლეგიონერი იყო – საქართველოს ნაკრების გარემარბი გიორგი წიტაიშვილი და გუნდის კაპიტანი ბექა ვაჩიბერაძე.

პირველმა მათგანმა ორივე ტაიმი ჩაატარა, ხოლო მეორე შესვენების შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. „ჩერნომორეცი“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-12 ტურში „ჟილ ვისენტემ“ გასვლაზე „მორიერენსესთან“ 2:2 ითამაშა. სტუმართა განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია არ იყო.