“შავი ლომის” თამაშებზე დასწრების წესები და რეკომენდაციები

0
14

რაგბი ევროპის სუპერ თასსზე “შავი ლომი” რუსულ კლუბებს “ლოკომოტივივ პენზას” (4 დეკემბერი, 16:00) და “ენისეი ეს ტე ემ”-ს (11 დეკემბერი, 17:00) ეთამაშება ავჭალის სტადიონზე.

მატჩზე დასწრება მხოლოდ ელექტრონული ბილეთებით არის შესაძლებელი. ბილეთები შეიძინეთ გვერდზე 🎟 www.TKT.GE/Rugby

გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.
თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:

⚠️ აუცილებელი კოვიდ-შემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგენოთ:

⚠️  თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

⚠️ კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

⚠️ ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

⚠️  ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);

⚠️  ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

⚠️  ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

⚠️  ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

⚠️ სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

⚠️ სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

ℹ️ სურვილის შემთხვევაში ანტიგენ ტესტის ჩაბარება ავჭალის სტადიონთანაც იქნება შესაძლებელი – ტესტის ფასი: 15 ლარი