„რივერ პლეიტი“ არგენტინის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გახდა.
22-ე ტურში მარსელო გალიარდოს გაწვრთნილმა „რივერმა“ შინ „რასინგი“ 4:0 დაამარცხა და 52 ქულა დააგროვა – 12 ქულით ასწრებს მე-2 ადგილზე მყოგ „დეფენსა ხუსტისიას“.
ბუენოს- აირესელებმა არგენტინის პირველობა არსებობის ისტორიაში 36-ედ მოიგეს, რაც რეკორდია.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე „ბოკა ხუნიორსია“, რომელსაც 28 ტიტული აქვს.
