„ბაიერის“ ახალი რეკორდი, დვალი განაცხადში ისევ ვერ მოხვდა

0
1

ლევერკუზენის „ბაიერმა“ უეფას ევროპა ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა.

მე-5 ტურში გერმანელებმა გლაზგოს „სელტიკი“ მიიღეს და 3:2 დაამარცხეს. ამრიგად. ნახსენები ტურნირის ჯგფურ ეტაპზე ლევერკუზენელებს შინ ზედიზედ 15 მატჩი არ წაუგიათ, რაც ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.

პარალელურად გამართულ შეხვედრაში „ფერენცვაროში“ სტუმრად სევილიას „ბეტისთან“ (0:2) დამარცხდა და საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი უნგრელთა განაცხადში ვერ მოხვდა.

5 ტურის შემდეგ „ბაიერი“ G ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს, „ბეტისი“ 10 ქულით მეორე, „სელტიკი“ 6 ქულით მესამე, ხოლო „ფერენცვაროში“ უქულოდაა.