დღეს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, ევროპიდან მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
A გზა
შოტლანდია – უკრაინა
უელსი – ავსტრია
B გზა
რუსეთი – პოლონეთი
შვედეთი – ჩეხეთი
C გზა
იტალია – ჩრდ. მაკედონია
პორტუგალია – თურქეთი
ნახევარფინალებში გამარჯვეულები მომავალი მუნდიალის სამ საგზურს ფინალებში გაითამაშებენ.
ნახევარფინალები მომავალი წლის 24 მარტს შედგება, ხოლო ფინალები 29 მარტს.
