„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „იუნაიტედის“ მიღწევის გამეორებით გავიდა

0
3

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 50-ე წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, რომელმაც ყველა ტურნირში ჩატარებულ ზედიზედ 5 შეხვედრაში გაიტანა. მან ამ ტურნირში 50-ე მატჩი ჩაატარა. მასზე უმცროს ასაკში ასეთ შედეგს მხოლოდ მეკარე იკერ კასილასმა და სესკ ფაბრეგასმა მიაღწიეს.

63-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა თანაფაედობა აღადგინა. მან ჩემპიონთა ლიგაში 23 გოლი გაიტანა და ფრენკ ლამპარდს დაეწია, ხოლო ინგლისელ ფეხბურთელებში მხოლოდ პოლ სკოულზს (24 გოლი) და უეინ რუნის (30 გოლი) ჩამორჩება.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჯგუფში პირველი ადგილიდან მიჯრით მეხუთედ გავიდა, რაც 2003 წლის შემდეგ ინგლისური კლუბებიდან მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა.