“სპორტინგი” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია, როისი „ბორუსიას“ რეკორდსმენია

0
2

დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ შეხვდა და 1:3 წააგო.

მასპინძლებიდან დუბლი პოტემ შეასრულა, ხოლო ერთი ბურთი პედრო პოროს ანგარიშზეა. გერმანელებიდან თავი მალენმა გამოიჩინა, რომელსაც საგოლე პასი როისმა გაუკეთა.

32 წლის როისმა „ბორუსიას“ შემადგენლობში ჩემპიონთა ლიგაში 55 მატჩი ჩაატარა, რაც საკლუბო რეკორდია. მან პოლონელი ლუკას პიშჩეკის მიღწევა ერთი შეხვედრით გააუმჯობესა.

“სპორტინგი” ბოლო 13 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველად ითამაშებს.

„ბორუსიას“ C ჯგუფში 6 ქულა აქვს და ასპარეზობას ევროპა ლიგის 1/16-ფინალში გააგრძელებს.