ხოჭოლავა კონფერენს ლიგის 1/8-ფინალშია

0
8

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა.

F ჯგუფის მე-5 ტურში დანიელები სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნს“ შეხვდნენ და 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

„კოპენჰაგენმა“ ანგარიში მე-5 წუთზე იოჰანესონის დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო ორ წუთში ლერაგერმა მასპინძლების კარი მეორედ აიღო. პირველ ნახევარში მეტი გოლი არ გასულა.

63-ე წუთზე გიბრალტარელები ბოვინგმა დაამწუხრა, ხოლო 73-ეზე ჰოილუნდმა მეოთხე გოლი მიითვალა.

„კოპენჰაგენმა“ 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა. გამომდინარე იქიდან, რომ ბრატისლავას „სლოვანმა“ და პაოკმა ერთმანეთში ფრე ითამაშეს, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დანიელებს პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება.