„ინტერმა“ 9-წლიანი ნავსი გატეხა

0
3

მილანის „ინტერი“ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველად გავიდა.

ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მილანელებმა დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლეს და 2:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 61-ე წუთზე ედინ ჯეკომ ანგარიში გახსნა, ხოლო ექვს წუთში ბოსნიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და როგორც შემდეგ გაირკვა „ინტერს“ პლეი-ოფში თამაში გაუნაღდა. მან ჩემპიონთა ლიგაში და ევროპა ლიგაში საერთო ჯამში 50 გოლი გაიტანა.

სიმონე ინძაგის შეგირდებს D ჯგუფში 10 ქულა აქვთ და მომდევნო ეტაპზე თამაში ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

ბოლოს მილანელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში 2011-2012 წლების სეზონში ითამაშეს და ორი მატჩის ჯამში საფრანგეთის „მარსელთან“ წააგეს (0:1, 2:1).

„შახტარს“ რაც შეეხება, უკრაინული გუნდი ჯგუფში ჩარჩა, რადგან 1 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე მყოფი „შერიფის“ (6 ქულა) დაწევის შანსი დაკარგა.