„აიაქსმა“ 26 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა, ალეს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაში

0
2

ამსტერდამის „აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში თურქეთში „ბეშიქთაში“ 2:1 დაამარცხა და 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა.

ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო, რაც ბოლო 26 წლის მანძილზე პირველად მოხდა – 1995-1996 წლების სეზონში ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით ნიდერლანდელები ტურნირის ფინალში გავიდნენ.

„აიაქსის“ შემადგენლობაში დუბლი სებასტიან ალემ შეასრულა, რომელიც ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც სადებიუტო სეზონში ზედიზედ ხუთ შეხვედრაში მეტოქის კარი აიღო.

27 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 9 გოლია და ის რობერრ ლევანდოვსკისთან ერთად ტურნირის თანაბომბარდირია.

ალე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიჯრით ხუთ შეხვედრაში თავი გამოიჩინა. მანამდე, იმავე ალესანდრო დელ პიერომ (1995), დიეგო კოსტამ (2014) და ერლინგ ჰოლანდმა (2019) მოახერხეს.