საქართველოს – უკრაინაზე ბილეთის ფასი 20 ლარია

0
11

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს.  ჩვენი ქვეყნის მეტოქეები  G ჯუფში უკრაინაჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს კალათბურთელთა  ნაკრები  2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოუკრაინის მატჩი 26 ნოემბერსთბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 30% დაესწრება. 

➤ ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე  ➥  tkt.ge

➤ ბილეთის ფასი – 20 ლარი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ, რათა  მატჩის დაწყებამდე დროულად გაიარონ კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურები:

ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.
  • ყველა გულშემატკივარს უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია. 
  • აღნიშნული პირობები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

მაყურებლებისთვის  თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge